ალი რეზაი ცხოვრებას იქ აგრძელებს, სადაც ავღანეთში შეწყვიტა:
ინდუსტრიისა და ხელობის სპეციალისტად

ალი რეზაისთვის ელექტრონიკა დიდი გატაცებაა. 2021 წლის ოქტომბრის თვეში, ნორდრაინ-ვესტფალიაში ლტოლვილად ჩამოსულს მთავარ მიზნად დასახული ჰქონდა ისევ ამ სფეროში მუშაობა. სამწუხაროდ, ავღანეთში პროფესიული განათლების სისტემა არ არსებობს და მას მხოლოდ არაფორმალურად მიღებული ცოდნა ჰქონდა.


